ნათია თურნავა - წითელი ხაზია იმ არჩევნების გადახაზვა, რომელის შედეგებიც ოპოზიციას არ მოსწონს, მაგრამ მთელმა მსოფლიომ ცნო, როგორც თავისუფალი და კონკურენტული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მმართველ გუნდს დიალოგზე უარი არასოდეს უთქვამს, თუმცა წითელი ხაზია იმ არჩევნების გადახაზვა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ცნო, როგორც წარმატებული და დემოკრატიული.
„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა იყოს შედეგიანი და არ უნდა იყოს პრინციპების ხარჯზე. მაგალითად, წითელი ხაზი არის ის, რომ არჩევნები, რომელიც მთელმა მსოფლიომ, ეუთო/ოდირმა, ჩვენმა მეგობრებმა აშშ-ში, ევროკავშირში ცნეს, როგორც ცალსახად წარმატებული, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი და კონკურენტული, გადავხაზოთ, რადგან შედეგები არ მოსწონთ ოპოზიციურ პარტიებს და ხელახლა ვატაროთ არჩევნები, რაც არის სასაცილოა“, – განაცხადა თურნავამ.