ნათია თურნავა - ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ელექტროენერგიის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს
ნათია თურნავა - ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ელექტროენერგიის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს

გარკვეულ სპეციფიკას ვითვალისწინებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ელექტროენერგიის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს, – ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, როდიდან მოუწევს სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.

მინისტრის თქმით, სვანეთის ტერიტორიაზე გაიზარდა აღურიცხავი მოხმარება, გარკვეული ღონისძიებები გატარდა და ეს პრობლემა თანდათან გადაიჭრება.

„მთლიანი საქართველოს მოსახლეობა არის ვალდებული, გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური და ჩვენ ვეხმარებით კომპანია „ენერგოპრო-ჯორჯიას“, რომ გაიზარდოს დისციპლინა ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. მათ შორის სვანეთის ტერიტორიაზე გაიზარდა აღურიცხავი მოხმარება. იყო ეჭვი, რომ გარკვეულწილად ეს არალეგალურად ხორციელდებოდა. გარკვეული ღონისძიებები გატარდა და ეს პრობლემა თანდათან გადაიჭრება. რაც მთავარია, სვანეთის ტურისტულ სეზონს ამ თვალსაზრისით არაფერი ემუქრება. ძალიან ბევრი ტურისტი ესტუმრა სვანეთს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.