ნათია თურნავა ვარაუდობს, რომ მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, წყალტუბოში ქონება საბაზრო ფასად გასხვისდება
ნათია თურნავა ვარაუდობს, რომ მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, წყალტუბოში ქონება საბაზრო ფასად გასხვისდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მოკლე ვადებში წყალტუბოში არსებულ სახელმწიფო ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შესთავაზებს.

ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეს არსებული ოფიციალური შეფასებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის ფასი 47,5 მლნ ლარია.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ წყალტუბოში მდებარე ქონება ერთ ლარად გასხვისდეს, თურნავა ამბობს, რომ ეს შეუძლებელია.

„ვხედავთ ისეთ ინტერესს, რომ ეს ქონება საბაზრო ფასად გასხვისდება. ჩვენი შემდეგი ნაბიჯია, მოვამზადოთ ეს ობიექტები კვლავ საპრივატიზებოდ და საბაზრო პირობებით შევთავაზოთ ბიზნესს. ამის შემდეგ, თუ დარჩება ისეთი ობიექტები, ან ინფრასტრუქტურის ნაწილი, სადაც ბიზნესი ვერ შეძლებს ინვესტიციის განხორციელებას, არ გამოხატავს ინტერესს, ან რესურსის ნაკლებობას იგრძნობს, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ იგივე ფონდი „ქართუს“, თუ თანაინვესტირების ფონდის რესურსს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.