ნათია თურნავა -  ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, ასევე ვფიქრობთ სახმელეთო საზღვრების გახსნაზე, რათა ტურისტი შემოვიდეს და გამყარდეს ეროვნული ვალუტა
ნათია თურნავა - ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, ასევე ვფიქრობთ სახმელეთო საზღვრების გახსნაზე, რათა ტურისტი შემოვიდეს და გამყარდეს ეროვნული ვალუტა

ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, რადგან უცხოური ინვესტიციები და ზოგადად ინვესტიციები, რაც ეკონომიკის მდგრადობას განამტკიცებს, ასევე განამტკიცებს ჩვენი ეროვნული ვალუტის მდგრადობას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ნაბიჯი არის ტურიზმისთვის მიმოსვლის გახსნა, რაც თავის მხრივ ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყობს ხელს.

„ერთ-ერთი ძალიან აქტუალური საკითხი ყოველთვის და დღესაც, რა თქმა უნდა, ლარის კურსია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, რათა უცხოური ინვესტიციები და ზოგადად ინვესტიციები, რაც ეკონომიკის მდგრადობას განამტკიცებს, ასევე განამტკიცებს ჩვენი ეროვნული ვალუტის მდგრადობას. ესეც ერთ-ერთი ნაბიჯია.

მეორე ნაბიჯი არის ტურიზმისთვის ჩვენი ქვეყნის და მიმოსვლის გახსნა. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ როგორც კი მოგვეცემა საშუალება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სახმელეთო საზღვრებსაც გავხსნით, რათა ტურისტი შემოვიდეს და აქ დახარჯოს რესურსი, უცხოური ვალუტა შემოვიდეს და გაამყაროს ჩვენი ეროვნული ვალუტა. ზოგადად, ამ ყველაფერს ნეგატიურ დაღს ნეგატიური მოლოდინები ასვამს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.