ნათია თურნავა - უცხოელი კონსულტანტების მთავარი მიმართულება იქნება საფინანსო ბაზრების შემდგომი რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, საერთაშორისო სანქციების მეტად დახვეწა
ეროვნული ბანკის შიგნით პროფესიული ზრდა, საინტერესო ახალი პროექტების განხორციელება, ახალი სტანდარტების შემუშავება და რეფორმების მხარდაჭერა, ეს არის ძალიან დადებითი კონტრიბუცია ჩვენს საფინანსო სექტორში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი, რომელიც აწესებს სტანდარტებს მოწინავე ინდუსტრიაში, თავადაც უნდა იყოს მოწინავე ცოდნის, გამოცდილების და რეფორმატორული გეგმების თვალსაზრისით.
„სწორედ ამ ნაწილში დაგვეხმარებიან ჩვენ ის კონსულტანტები. გამოცდილი ადამიანები საერთაშორისო რანგის, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კონსულტანტები, ვისაც აქამდეც აქვთ გამოცდილება ეროვნულ ბანკთან მუშაობის სხვადასხვა პროექტში. მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, EBRD-იც გვეხმარება ამ კონსულტანტებთან ურთიერთობაში. მათი მთავარი მიმართულება იქნება საფინანსო ბაზრების შემდგომი რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, მონეტარული პოლიტიკის მეტად დახვეწა, საერთაშორისო სანქციების მეტად დახვეწა და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მათი მონაწილეობა იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი“, – განაცხადა თურნავამ.