ნათია თურნავა - სტრატეგიულ ამოცანად რჩება ანაკლიის პროექტი, იმედი მაქვს, წელსვე მოხერხდება ახალი ინვესტორების მოზიდვა
ჩვენს სტრატეგიულ ამოცანად რჩება ანაკლიის პროექტი, რაზეც საშუალება გვექნება, ერთად ვიმსჯელოთ. ვფიქრობ, მსოფლიოში საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებასთან ერთად, შევძლებთ, ვისაუბროთ ახალი ინვესტორების მოზიდვაზე, იმედი მაქვს, რომ ეს წელს მოხერხდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში ხუთი კომიტეტის ერთობლივი სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე.
„იმედი მაქვს, რომ ეს წელს მოხერხდება, მანამდე კი, ვმუშაობთ სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე.
ასევე, APM Terminals-თან ერთად ფოთის პორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს მოლაპარაკება მათთან პრივატიზაციასთან დაკავშირებით და მალე ეს პროექტი სამშენებლო ეტაპზე გადავა.
იმდენად ხარისხიანია ჩვენი სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, იმდენად მნიშვნელოვანი საჯარო პროექტები განხორციელდა ამ სფეროში და იმდენად დიდი რეფორმებია დაგეგმილი, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან ერთად ჩვენი დერეფნის გაციფროვნების თვალსაზრისით, რომ ვერანაირი გაციფროვნება ჩვენს დერეფანს კონკურენტუნარიანობას ვერ დააკარგვინებს“, – განაცხადა თურნავამ.