ნათია თურნავა - სოფელი შრომა ერთ-ერთია იმ დასახლებებიდან, სადაც 2019-2021 წლებში გაზიფიცირება განხორციელდება
ნათია თურნავა - სოფელი შრომა ერთ-ერთია იმ დასახლებებიდან, სადაც 2019-2021 წლებში გაზიფიცირება განხორციელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა ერთ-ერთია იმ დასახლებებიდან, სადაც 2019-2021 წლებში გაზიფიცირება განხორციელდება, შედეგად კი ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ შრომაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შრომის თემში ექვსი სოფელი შედის. გაზიფიცირების სამწლიანი სამთავრობო გეგმის თანახმად, 2019-2021 წლებში გურიის სამივე მუნიციპალიტეტში 25 სოფლის გაზიფიცირებაა დაგეგმილი.

მინისტრთან ერთად გაზიფიცირებულ სამუშაოებს გურიის მხარეში სამთავრობო რწმუნებული – გუბერნატორი ზურაბ ნასარია და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე გაეცნენ.