ნათია თურნავა - სარესტორნო ინდუსტრიას თავისი სპეციფიკა აქვს, სხვა თუ არაფერი, იქ პირბადის გამოყენება არ შეიძლება
ნათია თურნავა - სარესტორნო ინდუსტრიას თავისი სპეციფიკა აქვს, სხვა თუ არაფერი, იქ პირბადის გამოყენება არ შეიძლება

ძალიან კარგია, რომ სავაჭრო ცენტრებმა დაგვარწმუნეს, რომ შეძლებენ რეგულაციების შესრულებას, სწორედ ამიტომ ვეყრდნობით ამას და ერთ-ერთი პირველი სწორედ ეს ინდუსტრია იხსნება, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ამასთან, მისივე თქმით, სარესტორნო ინდუსტრიას თავისი სპეციფიკა აქვს.

„სხვა თუ არაფერი, იქ პირბადის გამოყენება არ შეიძლება, როდესაც მივირთმევთ, პირბადის გარეშე ვართ. არადა ცნობილია, რომ პირბადე არის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. სწორედ იმიტომ, რომ 65%-ზეა ჩვენთან პირბადის ხმარება. ამიტომაც, ახლა მეტ-ნაკლებად ვაკონტროლებთ ეპიდვითარებას და ვსაუბრობთ ბიზნესის გახსნაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.