ნათია თურნავა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება
ნათია თურნავა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება. ერთ-ერთი განსახილველი თემა არის რუსეთის მიერ დაწესებული ე.წ. ავიასანქციები და მათი გავლენა ეკონომიკაზე.

„სახელმწიფოს ჰქონდა ჩვენთან მუდმივი კომუნიკაცია და გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ნეგატიური ზეგავლენის შესამსუბუქებლად. მაგრამ ის, რასაც ჩვენ ველოდით, თუ სავაჭრო ურთიერთობებზეც გავრცელდებოდა სანქციები, ვერც ხელისუფლება და ვერც ბიზნესი, როგორც მინიმუმ მოკლევადიან პერიოდში, ამას ვერ გაუმკლავდებოდა“, – აღნიშნა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

შეხვედრას ესწრებიან ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.