ნათია თურნავა - საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ბაზარია
საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ბაზარია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით ლავროვის განცხადების პათოსი ახალი არ არის.
„ზოგადად, რუსეთის ოფიციალური წრეების წარმომადგენლები ყოველთვის აკეთებდნენ თავის განცხადებებში აქცენტს საქართველოში უსაფრთხოების თემებზე და რუსი ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობა-არარსებობაზე. ამ თვალსაზრისით, ჩვენ რამე სიახლე არ მოგვისმენია.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობდით, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა. ის უსაფრთხოა ნებისმიერი ქვეყნის ტურისტისთვის. თუკი რუსეთის მხარე ამ მოცემულობას დაინახავს და გაიზიარებს, ეს არის მისასალმებელი. რაც შეეხება ლავროვის განცხადების დაკავშირებას რამე სხვა პრობლემატიკასთან, ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს უსაფუძვლოა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.