ნათია თურნავა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საინვესტიციო საბჭოს მხრიდან ბოლო დროს განხორციელებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში მიმდინარე ცვლილებებს და საინვესტიციო გეგმებს.
„მიმდინარე რეფორმები, არსებული პროგრესი და გამოწვევები იყო საინვესტიციო საბჭოსთან დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები. ეროვნული ბანკი, როგორც საპენსიო სააგენტოს საინვეტიციო საქმიანობის ზედამხედველი, პერიოდულად იღებს ინფორმაციას საბჭოს წევრებისგან. ეს იყო რიგითი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ვრცლად ვისაუბრეთ მიმდინარე თემებზე, როგორ გავხადოთ ჩვენი მხრიდან საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობა უფრო ეფექტური“, – განაცხადა ნათია თურნავამ.