ნათია თურნავა - სამომხმარებლო აჟიოტაჟი არის უსაფუძვლო, რადგან სავაჭრო ქსელებში პრუდუქტების საკმარისი მარაგია და ფასებიც ჯერჯერობით სტაბილურია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავაჭრო ქსელებში პროდუქტების მარაგი საკმარისია და ფასებიც ჯერჯერობით სტაბილურია.
შესაბამისად, მინისტრის თქმით, სამომხმარებლო აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.
ნათია თურნავამ ეს განცხადება სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მინისტრის შეფასებით, საზოგადოებას მხოლოდ პოზიტიური მოლოდინები უნდა ჰქონდეს, რადგან მაღაზიებში დეფიცი არ შეიქმნება.
„ხშირ შემთხვევაში, პანიკის და ნეგატიური მოლოდინების შედეგია ხოლმე გარკვეული ცვალებადობა ლარის კურსის ან ბევრი სხვა ნეგატიური პროცესის, როემლიც შეიძლება, განვითარდეს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. დაწყებული იმით, რომ სამომხმარებლო აჟიოტაჟი არის უსაფუძვლო, მარაგები არის საკმარისი, საჭიროზე საკმარისი ჩვენს სავაჭრო ქსელებში და ფასებიც ჯერჯერობით სტაბილურია. აქედან გამომდინარე, ამ კუთხითაც, შეიძლება გვქონდეს მხოლოდ პოზიტიური მოლოდინები, რომ ჩვენ ვმართავთ სიტუაციას და სავაჭრო ქსელებში არანაირი დეფიციტი არ შეიქმნება“ ,- აღნიშნა ნათია თურნავამ.