ნათია თურნავა საკუთარ გეგმას პარლამენტში მაისის ბოლოს ან ივნისის დასწყისში წარადგენს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მიწვევით, პარლამენტში მისვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
მისი თქმით, ის კომიტეტზე უწყების მუშაობის გეგმას წარადგენს.
„აუცილებლად მივალ პარლამენტში. ჩვენ ვისაუბრეთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომან კაკულიასთან. ლოგიკური იყო მიდგომა მისი მხრიდან, რომ გარკვეული დრო მომეცა, როგორც ახალ დანიშნულ მინისტრს, უფრო კონკრეტული ხედვა მოვამზადო და წარვადგინო პარლამენტში. ვფიქრობ, ეს შედგება მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში და მე ჩემს გეგმას წარვუდგენ კომიტეტს და პარლამენტს“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურნავამ.
ეკონომიის მინისტრი ყაზახეთში იმყოფება, სადაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის დელეაციის შემადგენლობაშია.