საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობს, რომლის წარმომადგენლები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„სსფ-ის მისია საქართველოში, ფონდის IV მუხლის დებულების მიხედვით, პერიოდულად ხორციელდება და მისი მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასებაა.
სსფ-ის მისიის წევრებთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.
შეხვედრაზე სებ-ის მენეჯმენტმა სსფ-ის მისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. ასევე გააცნო მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვები“,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.