ნათია თურნავა - რუსეთი არის მოცულობითი ბაზარი, არ ვიჩქაროთ, დავაკვირდეთ მოვლენებს
არ ვიჩქაროთ, დავაკვირდეთ მოვლენებს, – ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას რუსეთში ქართული ღვინის შესაძლო აკრძალვის შესახებ ინფორმაციაზე.
„მე არ ვიჩქარებდი, თქვენც მოგიწოდებთ, რომ არ ვიჩქაროთ, დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ეს არის გამოწვევა. რუსეთი არის მოცულობითი ბაზარი, მაგრამ არ მინდა, ვიჩქარო ამ მიმართულებით“, – განაცხადა თურნავამ.
„როსპოტრებნადზორმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთში იმპორტირებული ქართული ღვინის ხარისხი უარესდება. განცხადების თანახმად, საქართველოდან რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე კონტროლი გაძლიერდა.