ნათია თურნავა - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან რასაც ვისმენთ, არის ის, რომ კანონი უნდა კანონობდეს და კონსტიტუცია დავიცვათ ყველამ
რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან ვისმენთ, არის ის, რომ კანონი უნდა კანონობდეს და კონსტიტუცია დავიცვათ ყველამ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ნიკა მელიას დაკავების საკითხზე საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით აღნიშნა.
მინისტრის თქმით, ხელისუფლებისთვის მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან ნებისმიერი გაფრთხილება და რჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.
„დასავლეთიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ნებისმიერი გაფრთხილება, ნებისმიერი რჩევა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა რასაც ჩვენ მათგან ვისმენთ, აქ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს, კონსტიტუცია უნდა დავიცვათ ყველამ და კანონმდებლობა უნდა სრულდებოდეს. ჩვენ აქ ერთიანები ვართ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.