ნათია თურნავა - პანკისის ხეობას მეტი დასაქმება, მეტი ახალი პროექტი, მეტი ბიზნესი და მათ შორის, მცირე ჰესები სჭირდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პანკისის ხეობას მეტი დასაქმება, მეტი ახალი პროექტი, მეტი ბიზნესი და მათ შორის, მცირე ჰესები სჭირდება.
ნათია თურნავამ პანკისის ხეობის თაობაზე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მას ამ წუთებში უსმენენ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს მეტი ელექტროენერგია სჭირდება.
„მეტი უსაფრთხოებისთვის მეტი განახლებადი წყაროები გვჭირდება, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პანკისის ხეობის შემდგომი განვითარების პროგრამებთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში კონსენსუსს ინვესტორისა და მოსახლეობის ჩართულობით მივაღწევთ და ამ პროგრამებს შორის მცირე ჰესები იქნება. ამ თვალსაზრისით, ხეობას კარგი გამოცდილება აქვს და იქ მსგავსი პროექტები მოქმედებს, ადამიანებს ასაქმებს“, – განაცხადა თურნავამ.