ნათია თურნავა - ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციის ორი თვით ადრე დაანონსება მიუთითებს, რომ რთულ მდგომარეობაში არიან, რაღაც უჭირთ
ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციის ორი თვით ადრე დაანონსება მიუთითებს იმას, რომ რთულ მდგომარეობაში არიან, რაღაც უჭირთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი სწორი საქციელი პარლამენტში შესვლა იქნება.
„ყველა ჩვენი დასავლელი მეგობარი აშშ, ევროკავშირი ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ უფრო პასუხისმგებლიანი იყვნენ, შევიდნენ პარლამენტში და პარლამენტის ფორმატში გააგრძელონ მოღვაწეობა, რაც იქნება ერთადერთი სწორი, ცივილიზებული საქციელი მათი მხრიდან. ეს მესიჯი არის ცალსახა.
ამის ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ პარლამენტში შესვლაზე, ორი თვით ადრე აანონსებენ საპროტესტო აქციას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. ასეთი პრაქტიკა მე საერთოდ არ მახსენდება სადმე იყოს, რომ ორი თვით ადრე აანონსებდნენ. როგორც ჩანს, რაღაც უჭირთ, პრობლემები აქვთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.