ნათია თურნავა „ნენსკრა ჰესის“ ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა
ნათია თურნავა „ნენსკრა ჰესის“ ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უმსხვილესი კორეული კორპორაციის (Korea Water Resources Corporation (K-water) აღმასრულებელ დირექტორს, ჰაკ სუ ლის შეხვდა.

აღნიშნული კორპორაცია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის – „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურის ინვესტორი კომპანიაა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე რევაზ ტყავაძე, საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ასევე კორეის რესპუბლიკის ელჩი დონგ ოპ კიმი და „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორი სანიონგ კიმი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე „ნენსკრა ჰესის“ პროექტის მშენებლობასა და მომავალ გეგმებს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგური პროექტის მნიშვნელობა საქართველოსთვის. ამასთან, ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში იქნა მიღწეული კომპანიის (K-water) ძალისხმევითა და მოსახლეობისთვის სოციალური პროგრამების განხორციელებით, რითაც მათ დაინახეს ის სარგებელი, რომელსაც პროექტის განხორციელება მოიტანს“, – აღნიშნავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ თხოვნით მიმართა კორეელ ინვესტორს, მომავალშიც გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრენინგები და საგანმანათლებლო პროგრამები. მისივე თქმით, მომავალში შესაძლოა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და კომპანიის (K-water) მხარდაჭერით განხორციელდეს სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჭუბერსა და ნაკრაში მცხოვრები ახალგაზრდები კორეის რესპუბლიკას ეწვევიან, გაეცნობიან იქაურ კულტურას, ტურისტულ და ბიზნესგარემოს.

თავის მხრივ, უმსხვილესი კორეული კორპორაციის ხელმძღვანელმა, ჰაკ სუ ლიმ მზადყოფნა გამოთქვა მომავალი თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაფართოებისთვის.

Korea Woter Resources Corporation (K-water) კორეის სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც 1967 წელს დაფუძნდა. კომპანია მსოფლიოს 24 ქვეყანაში 67 პროექტს ახორციელებს