ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“ თანამშრომლობით საქართველოში ტურისტები შემოვლენ აშშ-დან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან
ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“ თანამშრომლობით საქართველოში ტურისტები შემოვლენ აშშ-დან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ამერიკული ტურისტული კომპანიის „მირ კორპორეიშენისა“ (MIR Corporation) და „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ (National Geographic) ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების ჩამოყვანისა და მათთვის სპეციალური ტურისტული სერვისების შეთავაზებას ითვალისწინებს.

„ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ამ დღეებში, როდესაც საქართველოში ტურიზმი დადგა გამოწვევის წინაშე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, კანადა, ახალი ზელანდია და სხვა, საიდანაც ტურისტების ნაკადები შეიძლება მეტი იყოს და დიდია პოტენციალი, სწორედ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ეგიდით მოხდება მათი შემოყვანა და ჩვენ მათ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.