ნათია თურნავა -მიუხედავად ყველა გამოწვევისა, წელს საერთაშორისო მოგზაურების რეკორდულ რაოდენობას ვუმასპინძლეთ
მიუხედავად ყველა გამოწვევისა, წელს ვუმასპინძლეთ რეკორდულ რაოდენობას საერთაშორისო მოგზაურების. ეს არის 9.3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური, ვინც 2019 წელს ეწვია საქართველოს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც შესაძლებელი გახდა მთავრობის, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობით.
„განსაკუთრებით ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც საკმაოდ დიდი გამოწვევა დაატყდა თავს ტურიზმს. ჩვენ შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა. ძალიან სწრაფად, ოპერატიულად გვერდში დავუდექით ყველაზე მცირე ზომის სასტუმროებს, საოჯახო სასტუმროებს და შევუმსუბუქეთ მათ ეს ტვირთი.
ჩვენ წელს უპრეცედენტოდ გავზარდეთ, ხელი შევუწყვეთ პირდაპირი ფრენების გეოგრაფიას. შედეგად, 25 პროცენტით არის გაზრდილი ნაკადი ევროპელი ტურისტების. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ დაბალბიუჯეტიანი ცნობილი ავიაკომპანიები ზრდიან საქართველოში ფრენებს ან შემოდიან საქართველოს ბაზარზე. ეს არის სწორედ იმის საფუძველი, რომ უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა გვაქვს გერმანიიდან, პოლონეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ტურისტების. გაიზარდა შიდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობაც“,- განაცხადა თურნავამ.