ნათია თურნავა - მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოლარეს, კონსულტანტს, თითოეულ ადამიანს, ვინც დასაქმებულია სავაჭრო სექტორში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სავაჭრო სექტორში, მაღაზიებში დასაქმებულ ადამიანებს დღეს მადლობა გადაუხადა ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომისთვის.
მინისტრის განცხადებით, სავაჭრო სექტორი დღეს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია.
„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც დასაქმებულია ჩვენს მაღაზიებში, სავაჭრო სექტორში, თითოეულ მოლარეს, კონსულტანტს, ვინც დღეს თავდაუზოგავად შრომობს. მართლაც, ძალიან დიდი მისია აკისრიათ მათ. მინდა, ვთქვა, რომ განსაკუთრებული ზრუნვის საგანია სავაჭრო სექტორი, კომპანიები, რომლებიც ათობით და ათასობით ადამიანს ასაქმებენ საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ.