ნათია თურნავა - მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი სამი წლიდან კვლავ ოთხი წლამდე გაიზრდება
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი სამი წლიდან კვლავ ოთხი წლამდე გაიზრდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხებზე ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია.
„იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი სამი წლიდან კვლავ ოთხ წლამდე გაიზრდება“, – განაცხადა თუნრავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დოკუმენტი აანალიზებს ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობასა და რისკებს და ძირითად აქცენტს საშუალო და გრძელვადიან პერიოდებზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე აკეთებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის.
ანგარიშის მიხედვით, საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადიანობას ოთხ წლამდე ზრდის.
არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, სესხების ვადის სამ წლამდე შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის აგვისტოში მიიღო.