ნათია თურნავა - მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია, არაფერი მიგვანიშნებს, რომ ლარის გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე
ნათია თურნავა - მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია, არაფერი მიგვანიშნებს, რომ ლარის გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე

ლარის კურსთან დაკავშირებით, ვფიქრობ, საუბარია მოკლევადიან რყევაზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და აქედან გამომდინარე, არაფერი მიგვანიშნებს, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, მოკლევადიან რყევაზე არის საუბარი. რაც შეეხება ტურიზმის გამოწვევას, ეს ჯერ კიდევ ახალი გამოწვევაა და ლარის კურსზე ვერ აისახება. ჩვენ ვმუშაობთ კრიზისის განეიტრალებაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დღეს 13.00 საათისთვის, „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარის ღირებულება 2,8250 ლარია. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი, ლარის კურსმა აშშ დოლარის მიმართ 2,84 ლარს მიაღწია. ლარი უფასურდება ევროს მიმართაც და 1 ევროს ღირებულება 3,23 ლარს აჭარბებს. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2,7945 ლარია, ხოლო 1 ევრო 3,1838 ლარი. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი დღეს, 17:00 საათზე განახლდება.