ნათია თურნავა - კურსმა დასტაბილურება დაიწყო, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ლარის მსყიდველუნარიანობა გამყარდეს
ლარის კურსმა დასტაბილურება დაიწყო, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ყველა წინაპირობა, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა გამყარდეს.
„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებების ფონზე, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ეხებოდა, ჩვენ უნდა ველოდოთ მხოლოდ პოზიტიურ ტენდენციას ამ მიმართულებით. ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება. გარკვეული მოკლევადიანი რყევები ყოველთვის იქნება, რადგან თავისუფალი, მცურავი სავალუტო კურსი გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა გამყარდეს და ინფლაცია მოვთოკოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.