ნათია თურნავა - კორონავირუსზე ტესტირება არ ჩამტარებია, მინისტრები რისკჯგუფში არ მოიაზრებიან
კორონავირუსზე ტესტირება არ ჩამტარებია, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობდა,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე, ჩაუტარდა თუ არა მას კორონავირუსზე ტესტირება.
როგორც თურნავა ამბობს, მინისტრები რისკჯგუფებში არ მოიაზრებიან.
„თქვენ იცით, რომ ტესტირება ტარდება კონკრეტულ რისკჯგუფებში, გეგმაზომიერად. მინისტრები რისკჯგუფში არ მოიაზრებიან. აქედან გამომდინარე, თუ საჭიროება იქნება, ყველას ჩაგვიტარდება. არსებული პროტოკოლით დღეისათვის ეს საკითხი არ განიხილება“,- განაცხადა ტურნავამ.