ნათია თურნავა - კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად იყო ინვესტორის, მთავრობის მხრიდან, თუმცა მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მოგვცა დავალება, ძალიან გააქტიურებულია საუბარი
ნათია თურნავა - კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად იყო ინვესტორის, მთავრობის მხრიდან, თუმცა მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა მოგვცა დავალება, ძალიან გააქტიურებულია საუბარი

თუ რაიმე პრობლემა იყო, ეს იყო სწორი, გამართული კომუნიკაციის პრობლემა. აქ შეიძლება ითქვას, რომ მაინცდამაინც პროექტის გადამწყვეტ ეტაპს დაემთხვა პანდემია, პანდემიამ ზოგადად გაართულა ძალიან ბევრი პროცესი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა

მისი თქმით, ნამდვილად იყო კომუნიკაციის ნაკლებობა ინვესტორის, მთავრობის მხრიდან და აქედან გამომდინარე, მოხდა სწორედ ის, რომ ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი ვრცელდებოდა პროექტის ირგვლივ, რამაც რეალური სურათის დანახვა შეაფერხა.

„ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მას შემდეგ, რაც ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოგვცა კომუნიკაციის დავალება, ძალიან გააქტიურებულია საუბარი ჩვენს ენერგეტიკაზე, ენერგოპოლიტიკაზე, რომლის მთავარი ამოცანაც არის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება. ჩვენ უნდა ვავითარებდეთ საკუთარ ენერგორესურს იმისთვის, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოზე, განსაკუთრებით ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე და რა როლი ეკისრება „ნამახვანს“. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი, სწორი კომუნიკაციის ფარგლებში და იმ ფორმატების ფარგლებში, რაც მე უკვე ჩამოვთვალე, აღმოიფხვრება და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება“, – განაცხადა თურნავამ.