ნათია თურნავა - „იმუშავე საქართველოდან“ ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს დისტანციურად იმუშაოს, საქართველო ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული ადგილია
„იმუშავე საქართველოდან“ ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს დისტანციურად იმუშაოს, საქართველო ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული ადგილია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, „პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ უკვე მოქმედებაშია.
„პროგრამა აძლევს 95-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსვლის მსურველს, დისტანციური მუშაობის მსურველს ან ფრილანსერს, ვინც დღესაც არის კონტრაქტორი და მუშაობს დისტნაციურად, ჩამოვიდეს საქართველოში, საკუთარი ხარჯით გაიაროს კარნატინი, ტესტირება და შემდეგ დარჩეს საქართველოში, იმუშაოს აქედან, ვინაიდან საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული ადგილი იმისთვის, რომ ასეტი ტიპის ვიზიტორები საქართველოში ჩამობრძანდნენ. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ უსაფრთხოები, არის კიდევ მნიშვნელოვანი უპირატესობები, რის გამოც ისინი არჩევენ საქართველოს და ეს ინტერესები უკვე გამოვლენილია. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენი ინფრასტურქტურა, ჩვენი საცხოვრებელი პირობები არის უფრო ხელმისაწვდომი, მათი დანახარჯებიც იქნება ნაკლები და რაც მთავარია, საქართველო არის მშვენიერი ქვეყანა, რომლის მონახულებაც ყოველთვის არის დიდ სიამოვნებასთან დაკავშირებული და ისინი შეძლებენ სინერგია მოახდინონ, შეათავსონ თავისი სამუშაო და ასევე სასიამოვნოდ გაატარონ ეს თვეები ჩვენთან“, – განაცხადა თურნავამ.