ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ზესტაფონში გაზიფიცირების პროცესს გაეცნო.
ნათია თურნავა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ზესტაფონის მერ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად, სოფელ ზემო კლეეთსა და ტაბაკინში იმყოფებოდა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა სოფლის გაზიფიცირება მოხდეს, რაც ადგილობრივებს სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
მინისტრი ადგილობრივებსაც შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
„საქართველოს მასშტაბით ინტენსიურ გაზიფიცირებას ვაგრძელებთ. სამწლიანი გეგმის ფარგლებში დამტკიცებული იყო 226 სოფლის გაზიფიცირება, მოვახერხეთ და 330-მდე გავზარდეთ, იმერეთში 60 სოფელია. გაზი არ არის მარტო პირველადი მოხმარებისთვის, ის აუცილებელია მცირე ბიზნესის განვითარებისთვის”, – განაცხადა ნათია თურნავამ.