ნათია თურნავა - ფეიკნიუსების უკან დგანან ოპოზიციური ძალები, რომლებიც თამაშგარედ გრძნობენ თავს
ნათია თურნავა - ფეიკნიუსების უკან დგანან ოპოზიციური ძალები, რომლებიც თამაშგარედ გრძნობენ თავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ფეიკნიუსი ვრცელდება, რომლის უკან ოპოზიციური ძალები დგანან.

მისი თქმით, ოპოზიციური ძალები თავს ახლა თამაშგარე მდგომარეობაში გრძნობენ, რადგან მთავრობა ეფექტიანად მუშაობს და მოსახლეობის ძირითადი ინტერესი მთავრობის მიმართაა.

„დავრწმუნდი, ბოლო თვეების განმავლობაში, ბევრი ფეიკნიუსის მნახველი ვართ. ზოგი ჩემს კოლეგებს ეხებოდა, ზოგი მე მეხებოდა პირადად, ახლა პრემიერ-მინისტრზე ააგორეს. ამის უკან, რა თქმა უნდა, დგანან ოპოზიციური ძალები, რომლებიც ახლა რაღაცნაირად თამაშგარედ გრძნობენ თავს, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, მოსახლეობის ძირითადი ინტერესი არის მთავრობის მიმართ და მხარდაჭერაც ჩანს ყველა რეიტინგის მიხედვით. ამიტომ ასეთი ბოროტი სპეკულაციებით, რომლებსაც, სამწუხაროდ, მედიასაშუალებებიც იტაცებენ, ცდილობენ, ყურადღების გადატანას. თუმცა ვფიქრობ, ახლა ეს მოსახლეობას ნაკლებად აინეტერესებს და ტყუილად ვხარჯავთ დროს მეც და თქვენც ფეიკნიუსების პასუხზე. სჯობს, ვისაუბროთ ეკონომიკასა და სოციალურ საკითხებზე, რაც მეტად გვაინტერესებს“, – განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ.