ნათია თურნავა - ეროვნული ბანკი სრულად ფლობს ყველა აუცილებელ ბერკეტს, რათა საჭირო დროს მოახდინოს გარკვეული კორექტირება
ეროვნული ბანკი სრულად ფლობს ყველა აუცილებელ ბერკეტს, რათა საჭირო დროს მოახდინოს გარკვეული კორექტირები, სწორედ ეს გვაძლევდა ყოველთვის ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება ცალსახად დადებითად აისახება ლარის კურსზე და ასევე დადებითად აისახება საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკაზე, რადგან ეს არის 700 მლნ დოლარის რესურს, რომელიც ისევ ჩვენს ეკონომიკას მოხმარდება, ბიზნესს, ახალ სამუშაო ადგილებს და ამავდროულად გაამყარებს ლარის კურსს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს განაცხადა, რომ უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით შემცირდება.