ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს სამეწარმეო გამოფენებით ხვდება
ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, წარმატებას, განვითარებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღეს ეკონომიკის სამინისტრო სამეწარმეო გამოფენებით ხვდება.
„დღევანდელ დღეს ეკონომიკის სამინისტრო ეგებება მთელი საქართველოს მასშტაბით გაშლილი სამეწარმეო გამოფენებით. მოწყობილი გვაქვს ჩვენი მცირე და მიკრო მეწარმეების, ჩვენი პროგრამების ბენეფიციარების და პოტენციური ბენეფიციარების გამოფენები სხადასხვა ქალაქში – ამბროლაურში, თელავში, ზუგდიდში და, რა თქმა უნდა, თბილისში.
ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს არა მხოლოდ პროდუქციის წარმოდგენა და იმის წარმოჩენა, როგორ მუშაობენ ჩვენი დახმარებით, როგორ ადგებიან საქართველის ბაზარს, როგორ გადიან ექსპორტზე, არამედ ერთმანეთში მათი ცოდნის გაზიარებაა მნიშვნელოვანი.
დღეს ზუსტად ცოდნის გაზიარების ეგიდით ვართ შეკრებილი და მეწარმეები ერთმანეთს თავად მოუყვებიან განვითარების ისტორიას და გაუზიარებენ პრობლემებსაც. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ პრობლემებს უფრო გავეცნოთ და დავეხმაროთ“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.