ნათია თურნავა - დღეს ეროვნული ბანკის საბჭო ქმედუნარიანია, შევსებულია იმდენად, რამდენადაც მისი ქმედუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას
დღეს საბჭო ქმედუნარიანია, შევსებულია იმდენად, რამდენადაც მისი ქმედუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, საბჭოს თითოეული წევრი მოტივირებულია და საბჭოს სხდომებსა და მუშაობის პროცესში მაქსიმალურ კონტრიბუციას ახდენს.
„ჩვენ რაიმე დამატებითი კომუნიკაცია არ გვქონია, მით უფრო, რომ ეს საკითხი ჩვენს კომპეტენციებს აღემატება“, – აღნიშნა თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ოთხი ვაკანტური პოზიციაა, მათ შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაც, რის გამოც მის მოვალეობას, ახალი კანონის შესაბამისად, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში კი ნათია თურნავა ასრულებს. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საბჭო ცხრა წევრისგან შედგება, ამჟამად კი ის მხოლოდ ხუთი წევრისგან არის დაკომპლექტებული.