ნათია თურნავა - ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას მძიმე ყოფა შეუმსუბუქოს
ოკუპაცია არის ჩვენი ნომერ პირველი გამოწვევა და სატკივარი, ისეთივე, როგორც სიღარიბე, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს მდგომარეობა შეუმსუბუქოს.
„ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად შეუმსუბუქოს ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ისედაც მძიმე ყოფა, რომელიც გამოწვეულია საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებით. მათ შორის არის სოციალური დახმარება, მათ შორის ენერგეტიკაში ვაკეთებთ თანადაფინანსებას მოხმარებული ელექტროენერგიის, გაზის მიერთების საფასური და ხორციელდება მრავალი სხვა ღონისძიება, ასევე პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობა იყოს ჩვენი ყურადღების ცენტრში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.