ნათია თურნავა - ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც მართლმსაჯულება სასამართლო დარბაზში წყდება და არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით
პრემიერ-მინისტრის განცხადება აბსოლუტურად გულწრფელი და სწორი გზავნილია, რადგან ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ევროპარლამენტარების განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარის შეფასებისას.
ნათია თურნავას თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ წყდება ქუჩაში მიტინგის დროს ან პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიების მიხედვით, რაც შეიძლება ცალკეულ პარლამენტარს ცალკეულ პოლიტიკოსთან მიმართებაში გააჩნდეს.
„მართლმსაჯულება სასამართლო დარბაზში წყდება და მე მგონი, ეს ყველასთვის მისაღებია. არ მგონია, აქ რამე კითხვის ნიშანი არსებობდეს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.