ნათია თურნავა - ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველას მთავარი ამოცანაა, პარტნიორებთან ერთად კონსენსუსს მივაღწიოთ
ჩვენ, ყველანი ვართ ერთი გუნდი. ჩვენ გვამოძრავებს ერთი მთავარი ამოცანა, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მივაღწიოთ მაქსიმალურ დიალოგს, ასევე, მივაღწიოთ, რომ კონსენსუსი შედგეს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით თურნავამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რატომ ჩამოაშორა „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს“.
ნათია თურნავას განცხადებით, საკითხის ამგვარად დასმა არასწორია.
„ეს საკითხის აბსოლუტურად არასწორი და სპეკულაციური დასმა არის. ჩვენ ყველანი ვართ ერთი გუნდი. ჩვენ გვამოძრავებს ერთი მთავარი ამოცანა, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მივაღწიოთ მაქსიმალურ დიალოგს, ასევე, მივაღწიოთ, რომ კონსენსუსი შედგეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.