ნათია თურნავა - ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრობს კურორტებს, ეს არ არის ის, რაც იქნებოდა რომ არა პანდემია, მაგრამ საკმაოდ კარგი დახმარებაა შიდა ტურიზმის
ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრობს კურორტებს, ეს არ არის ის, რაც იქნებოდა რომ არა პანდემია, მაგრამ საკმაოდ კარგი დახმარებაა შიდა ტურიზმის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რომ ტურიზმის სფეროს ნაკლები ზარალი მიადგეს.
„პანდემია დიდი საფრთხეა, ზოგადად ტურიზმისთვის და მათ შორის, შიდა ტურიზმისთვის, მაგრამ ჩვენ ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, როგორც მაგალითად მესტიასა და სვანეთში მოხდა, ძალიან სწრაფად ხდება ლოკალიზება. ზოგადად, შიდა ტურიზმი კარგად ვითარდება. მე თავადაც შაბათ-კვირა აჭარაში გახლდით. ჩემი თვალით ვნახე, რამდენად ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს აჭარის კურორტებს. ეს, რა თქმა უნდა არ არის ის, რაც იქნებოდა, რომ არა პანდემია, მაგრამ ეს არის საკმაოდ კარგი დახმარება შიდა ტურიზმის. ჩვენ ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ ყველა გამოწვევაზე. აქედან გამომდინარე, ზარალი თითოეულ შემთხვევაზე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“, – განაცხადა თურნავამ.