ნათია თურნავა ანაკლიაზე - სამთავრობო გუნდში ვიმსჯელებთ, როგორ შევუწყოთ ხელი ამ უდიდეს პროექტს
ნათია თურნავა ანაკლიაზე - სამთავრობო გუნდში ვიმსჯელებთ, როგორ შევუწყოთ ხელი ამ უდიდეს პროექტს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პროექტისთვის დაფინანსების მოძიების საბოლოო ვადა ხვალ იწურება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამთავრობო გუნდი პროექტის განხორციელების გზებზე იმსჯელებს.

„დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ერთი დღე დარჩა. მერე ჩვენ უკვე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ სამთავრობო გუნდში, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ამ უდიდეს პროექტს, რათა ეს პროექტი განხორციელდეს. რამდენად აქვს არსებულ ინვესტორს რესურსი, რომ ამ პროექტში დარჩეს, მე პირადად ძალიან დიდი კითხვის ნიშანი მაქვს ამასთან დაკავშირებით. დრო იყო საკმარისი. ორი წელი პრაქტიკულად ინვესტორის მოთხოვნით გრძელდებოდა ეს პროცესი. ორი წლის განმავლობაში უვადებდა მთავრობა და გვერდში ედგა ინვესტორს. ჩვენ 2020 წლის გაზაფხულზე უკვე უნდა გვქონოდა მოქმედი პორტი. სამწუხაროდ, ამ კონფიგურაციით ამ ინვესტორთან ერთად ეს ვერ მოვახერხეთ“, – აღნიშნა თურნავამ.