ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრებენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრებენ
„აუცილებლად, ხვალ, ასოცირების საბჭოზე მოგვეცემა საშუალება, ვისაუბროთ ანაკლიის პროექტზე. იცით, რომ პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, განვაახლეთ მუშაობა ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის ძებნაზე, ტენდერის მომზადებაზე. ამის შესახებ ხვალ აუცილებლად ვისაუბრებ და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გავაცნობთ ამ ინფორმაციას. მით უფრო, რომ ჩვენი ხვალინდელი მსჯელობის ერთ-ერთი მიმართულება არის შავი ზღვის გავლით უფრო მეტი კავშირ-ურთიერთობები, უფრო მეტი სატრანსპორტო სერვისები, მათ შორის, საპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის. ჩვენ კვლავაც ველოდებით და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასავლელი ინვესტორები შემოვლენ ამ პროექტში. ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად, პოლიტიკურად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.