ნათია თურნავა აცხადებს, რომ რეგულარული ფრენებისა და არსებული მიმართულებების სიხშირის გაზრდა ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული
ნათია თურნავა აცხადებს, რომ რეგულარული ფრენებისა და არსებული მიმართულებების სიხშირის გაზრდა ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული

ფრენები არის ოპტიმალური რაოდენობით. თუ მოგვცემს ეპიდვითარება საშუალებას, იგივე ევროპაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საშუალებას, რომ დავამატოთ კიდევ რეგულარული ფრენები ან გავზარდოთ არსებული მიმართულებების სიხშირე, ამას გავაკეთებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში, სადაც ამჟამად ფრენები ხორციელდება, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან და ვითარების გაუარესების შემთხვევაში, ფრენებთან დაკავშირებით ადეკვატური ზომები იქნება მიღებული.

„ჯერეჯერობით ვინარჩუნებთ სტატუსკვოს. საკმაოდ ინტენსიური ფრენებია და ეს  ხორციელდება იმის გათვალისწინებით, რის საშუალებასაც იძლევა მსოფლიოში არსებული ეპიდვითარება და საქართველოში არსებული ანტიპანდემიური ღონისძიებები. რომ არა პანდემია, რა თქმა უნდა, გვექნებოდა ჯერადობით მეტი ფრენა, როგორც ეს იყო შარშან, შარშანწინ და ბოლო წლებში. ახლა ჩვენ გვაქვს რეგულარული ფრენები უსაფრთხო ქვეყნებთან, გვაქვს კომერციული ჩარტერები და ასევე ჩვენ გვაქვს სოციალური ფრენები.

აი, სულ ახლახან, მაგალითად, დღეს მთავრობის სხდომაზე მივიღეთ და დავამტკიცეთ სტუდენტებისთვის კიდევ მორიგი რეისი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში. აქედან გამომდინარე, ფრენები არის ოპტიმალური რაოდენობით. თუ მოგვცემს ეპიდვითარება საშუალებას, იგივე ევროპაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საშუალებას, რომ დავამატოთ კიდევ რეგულარული ფრენები ან გავზარდოთ არსებული მიმართულებების სიხშირე, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ასევე, ყუარდღებით ვართ, რომ თუკი რაიმე გაუარესდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, საიდანაც ფრენები ხორციელდება, მზად ვართ, მივიღოთ ადეკვატური ზომები და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, რაც პრიორიტეტია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.