აკრედიტაციის ცენტრის გენერალურ დირექტორად ნათია მიქელაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მიქელაძე 2012-2015 წლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, 2018 წლიდან – მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
ეკონომიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“ 2005 წლის ნოემბერში დაარსდა.