ნათია მეზვრიშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, დეპუტატების ყველა კითხვას უპასუხოს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, 18 მაისის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში პარასკევს წარდგება და ისაუბრებს, როგორც სამინისტროს მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე, ასევე სამომავლო გეგმებსა და ღამის კლუბებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.
„აბსოლუტურად ღია ვიქნებით და მზად ვართ, ყველა კითხვას პასუხი გავცეთ. დეპუტატებს ყველა ინფორმაციას მივაწვდით იმის თაობაზე, რაც ხდებოდა კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას და მის გარეთ. პარასკევს ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.