ნათია მეზვრიშვილი - როგორც კი შეთანხმდება მინისტრის მოსვლის ფორმატი, მზად ვართ, პარლამენტში გამოვცხადდეთ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვირშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრის ფორმატის შეთანხმების შემდეგ მივა.
ნათია მეზვრიშვილი საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მინისტრი პარლამენტში მაშინ გამოცხადდება, როცა დაიბარებენ.
„როგორც კი შეთანხმდება ფორმატი, დღე, სად მივდივართ, რომელ კომიტეტზე, ვისთან მივდივართ და ა.შ. მზად ვართ, პარლამენტში გამოვცხადდეთ“, – დასძინა მეზვრიშვილმა.
„ევროპული საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში ხორავას ქუჩის საქმეზე იბარებს.