ნათია მეზვრიშვილი - არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით
არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფრთხოებაზე საუბრისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გულისხმობს როგორც ამომრჩევლებს, ისე დამკვირვებლებს.
„წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, შესაბამისმა სამსახურებმა უკვე იმუშავეს, ამაზე დეტალურად უკვე ცესკო ისაუბრებს ალბათ და შესაბამისი უფლებამოსილი პირები, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით. ეს ეხება როგორც ამომრჩევლებს, ისე დამკვირვებლებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.