ნატალია ვუტოვა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და საპროცესო კოდექსს სჭირდება შემდგომი შესწორებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი ყველა სტანდარტი
დღეს არის ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმები მიმდინარეობს. ჩვენ განვიხილავთ გზებს, როგორ შეგვიძლია მისი შემდგომი მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი კონფერენცია არ ეხება სასამართლოების შესახებ რეფორმას, არამედ ის ეხება საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას.
„საქართველო ევროპის საბჭოს წევრია 1999 წლიდან და ამ დროიდან ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, როდესაც საუბარია საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმირებასა და დახვეწაზე. როგორც იცით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ევროპის საბჭოს სისტემის ნაწილია და ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებები. სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს სჭირდება შემდგომი შესწორებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი ყველა სტანდარტი“, – განაცხადა ვუტოვამ.