ნატალია საბანაძე - საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა არ იგეგმება
ნატალია საბანაძე - საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა არ იგეგმება

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის,  ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალია საბანაძის განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა არ იგეგმება.

საბანაძე პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ ევროკავშირის კომისიაში 20 დეკემბრის ანგარიშს განიხილავენ, თუმცა ეს საქართველოს არ ეხება.

„მიმდინარეობს რუტინული განხილვა, არაფერი ამაში საგანგებო და არაგეგმური არ არის. საუბარია კომისიის ანგარიშზე, მთელ რიგ ქვეყნებთან როგორ მიმდინარეობს უვიზო მიმოსვლა. საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, სიმართლე არ არის, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა იგეგმება.

ამის ალბათობა ნამდვილად არ არსებობს, თუმცა ზოგადად, საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი ვალდებულებების შესრულება და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაარღვიონ უვიზო რეჟიმის წესები“, – აცხადებს ნატალია საბანაძე.