ნატა გულიაშვილი - თაკო ჩარკვიანის ახალი პოლიტიკური პარტია ეროვნული მოძრაობა იქნება, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად
ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება და მინდა, ეს უსამართლობა აღმოიფხვრას, – ამის შესახებ მსახიობმა ნატა გულიაშვილმა თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობის დაწყების წინ განაცხადა.
„ეროვნული მოძრაობა იქნება და ძალიან მომწონს. ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად, ამის მჯერა. ბევრი მიზეზია, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება და მინდა, ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. უსამართლობას ვებრძვი და ეს არის მიზეზი. მე რა კუთხით ვიმუშავებ, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ“, – განაცხადა ნატა გულიაშვილმა.
თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს. თაკო ჩარკვიანი დღეს საკუთარი გუნდის წევრებს წარადგენს.
ყრილობას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.