ნატა ფერაძე პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის დააკავეს [ვიდეო]

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, სადაც რუსული ავიარეისის გასაპროტესტებლად მოქალაქეები აქციას მართავდნენ, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის დააკავეს.

ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მას გზის მეორე მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც ნატა ფერაძემ სამართალდამცველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტის გამოხატვისას დაეცვათ მართლწესრიგი და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს დამორჩილებოდნენ.