NASA-ს დღის ფოტო - მზის ამოსვლა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე
NASA-ს დღის ფოტო - მზის ამოსვლა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე

კომპანია Orbital ATK-ის მიერ წარმოებული გადამზიდავი კოსმოსური ხომალდი Cygnus-ი, რომელიც გამორჩეულია UltraFlex-ის თეფშის მსგავსი მზის ბატარეებით, უახლოვდება საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რობოტულ მკლავ Canadarm2-ს; პარალელურად, ორივე ხომალდი ფრენისას ეგებება ორბიტულ მზის ამოსვლას.

ფოტო გადაღებულია 2017 წლის 14 ნოემბერს.

სატვირთო ხომალდმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუტანა თითქმის 3200 კგ ტვირთი, მათ შორის, პროდუქტები ასტრონავტებისთვის, სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის საჭირო ხელსაწყოები, კოსმოსში გასეირნების ხელსაწყო, სადგურის აპარატურა და კომპიუტერული ნაწილები.

ახალი კვლევის ფარგლებში, მოხდება ასტრონავტებზე ანტიბიოტიკების მოქმედების ეფექტიანობის შესწავლა; დააკვირდებიან, თუ როგორ შთანთქავენ მცენარეები საკვებს მიკროგრავიტაციის გარემოში.

ასევე ჩატარდება ლაზერული კომუნიკაციებისა და მზის ჰიბრიდული პანელების ექსპერიმენტები.

 

წყარო: nasa.gov