„შეგიძლიათ გამოიცნოთ მდინარე?“ — სვამს კითხვას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტი მარკ ვანდე ჰეი.
ეს გახლავთ მდინარე ამაზონი. „ეს ხედები არასოდეს ძველდება, განსაკუთრებით, თუ წყალზე მზე ლაპლაპებს“, — აღნიშნავს ასტრონავტი.
სამოცი წლის წინ, მეცნიერები დარწმუნებული არ იყვნენ, მკაფიოდ გამოჩნდებოდა თუ არა დედამიწის ზედაპირი კოსმოსიდან. ბევრი ფიქრობდა, რომ ატმოსფეროში არსებული მტვრის ნაწილაკები და სხვა აეროზოლები სინათლეს გაფანტავდა და შეუძლებელი იქნებოდა კონტინენტებისა და ოკეანეების დანახვა.
თუმცა, „ჯემინისა“ და „აპოლოს“ პროგრამებმა საპირისპირო დაამტკიცეს. დედამიწის ფოტოების გადასაღებად ასტრონავტები სპეციალურ კამერებს იყენებენ.
მათ მიერ გადაღებულ სურათებზე კარგად ჩანს ჩვენი ცოცხალი პლანეტის კომპლექსურობა.
წყარო: nasa.gov